ბათუმის მერიამ აღდგომის დღეებში უფასო ავტობუსები დანიშნა

© photo: Sputnikბათუმის მერია
ბათუმის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტობუსი სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან" ფერიის სასაფლაომდე იმოძრავებს.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ბათუმში ორი დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ქალაქის სასაფლაოზე უფასოდ მიიყვანს, აღნიშნულია მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება ქალაქის ხელისუფლებამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღო. უფასო ავტობუსები 16 და 17 აპრილს 07:00 საათიდან 23:00 საათამდე იმოძრავებს.

"№11 ავტობუსი, ყოველ 12 წუთში, სავაჭრო ცენტრ "ბათუმიდან" ფერიის სასაფლაომდე იმოძრავებს", — ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმის გარდა, უფასო ავტობუსების მოძრაობის გადაწყვეტილება მიიღო თბილისის მერიამაც. 16 და 17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები 08:00-დან 20:00-მდე უფასოდ იმოძრავებს.

ავტობუსი - Sputnik საქართველო
აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წელს 16 აპრილს აღნიშნავს. აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს, ტრადიციულად საქართველოს მოქალაქეები სასაფლაოზე გადიან და ახლობლებსა და ნათესავებს იხსენებენ.

ყველა ახალი ამბავი
0