ვითარება ზემო ლარსზე: გზა საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ გახსნილია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგზაო ნიშანი
საგზაო ნიშანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა გუშინ ზვავსაშიშროების გამო გადაიკეტა.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. „ყაზბეგი-ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმართულებით გზა გახსნილია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მოძრაობა აკრძალული იყო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე.

კობი - Sputnik საქართველო
ვითარება ზემო ლარსზე: ზვავსაშიშროების გამო გზა დაკეტილია

ამჟამად მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამასთან, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

ამავე გზის 134-135-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

საქართველოს საპატრულო პოლიცია თვალყურს ადევნებს აღნიშნული შეზღუდვების შესრულებას.

ყველა ახალი ამბავი
0