ვითარება ზემო ლარსზე: ზვავსაშიშროების გამო გზა დაკეტილია

© photo: Sputnik / Stringerკობი
კობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებულ ყაზბეგი-ზემო ლარსის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა ზვავსაშიშროების გამო დაწესდა, განუცხადა Sputnik–საქართველოს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნის შემდეგ აღდგება.

ყველა ახალი ამბავი
0