თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება 2017-2020 წლებში 10 მილიარდი ლარის ღირებულების 2500 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს.
საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ 2017-2020 წლებში დაგეგმილი პროექტები პრეზენტაციაზე წარმოადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, უცხოელი დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დაგეგმილ პროექტებს შორისაა 11000 კილომეტრი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, საქართველოს ყველა რეგიონში24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა და ნაგავსაყრელების პრობლემის გადაჭრა.
მხოლოდ 2017 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საქართველოში 260 მლნ ლარი გამოიყოფა, განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
„რას მოუტანს ახალი სივრცითი მოწყობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას?— ახალ გზებს, მაგისტრალებს, ახალ აეროპორტებს, პორტს, ხიდებს, გვირაბებს — ჩვენი ქვეყნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს. ეს მოგვიტანს ახალ 40 000 სამუშაო ადგილს! მეტ დასაქმებულს, მეტ შემოსავალს, უფრო ძლიერ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას!", — განაცხადა კვირიკაშვილმა პრეზენტაციაზე.
საქართველოს სივრცითი მოწყობა — მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარებას ითვალისწინებს.
მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს: ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ რეფორმებს და სამუშაო ადგილების შექმნას, განათლების რეფორმას, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და მმართველობის რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობასა და მეტ გამჭვირვალობას.