საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობა იწყება

© facebook.com/GaribashviliOfficialახალი სპორტის სასახლე
ახალი სპორტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კანადა და სლოვაკეთი 65 მლნ აშშ დოლარს გამოყოფენ.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. იმისთვის, რომ საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა დაიწყოს, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მოხდება, განაცხადა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება, ამ მიმართულებით 65 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის შედეგი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

შერეული ორთაბრძოლა - Sputnik საქართველო
საქართველოში სპორტულ ტურიზმს განავითარებენ

„ბოლო ოთხი წლის მანძილზე სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურისა თუ ღონისძიების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს ქართული სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა. ჩვენ შესაბამისი შედეგიც გვაქვს — საქართველო პრაქტიკულად გახდა რეგიონული ცენტრი სპორტული ღონისძიებების თვალსაზრისით", — განაცხადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ხეჩიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელს საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი რაგბიში.  სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების წყალობით ეს ღონისძიებები მაღალ დონეზე ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას.

ყველა ახალი ამბავი
0