საქართველოში სპორტულ ტურიზმს განავითარებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშერეული ორთაბრძოლა
შერეული ორთაბრძოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში აგვისტოდან სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები გაიმართება, რაც ტურისტებს მთელი მსოფლიოდან მოიზიდავს.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კომპანია Prime sports management-თან მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის ფარგლებში პირველი ღონისძიება — ტურნირი შერეულ ორთაბრძოლებში ურეკში 27 აგვისტოს გაიმართება. მოგვიანებით, 21 ნოემბერს, ასევე 5-7 დეკემბერს ამ სახეობაში შეჯიბრებები თბილისში მოეწყობა.

მსოფლიო თასი ძალისმიერ სამჭიდში, ანუ პაუერლიფტინგში თბილისში 5-8 სექტემბერს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატი შერეულ ორთაბრძოლებში მოყვარულთა შორის ასევე თბილისში 17-18 სექტემბერს ჩატარდება.

ბათუმში 27-29 ოქტომბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სპორტულ მარკეტინგში.

ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
„რა არის ჩვენი ცხოვრება? თამაში!“ საქართველოს სპორტული ღონისძიებების ტოპ–ათეული

2017 წლის თებერვალში თბილისში კიკბოქსინგსა და ტაილანდურ კრივში აბრეშუმის გზის თასი გათამაშდება.

ყველა ტურნირი ტრადიციული გახდება, განუცხადეს ჟურნალისტებს ღონისძიებების ორგანიზატორებმა. მათი თქმით, სპორტული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას მსოფლიოში და გაზრდის საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას.

საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში მაღალი დონის სპორტული ტურიზმის შექმნა სურს და ამ ინიციატივის უცხოეთში პოპულარიზებისთვის საჭირო ზომებს მიმართავს.

ყველა ახალი ამბავი
0