საქართველოში ზოგიერთი ფსიქოტროპული პრეპარატის შემოტანა შეიზღუდება

© Interbuhმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სააფთიაქო ნარკომანიასთან" ბრძოლის მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ იმ მედიკამენტების სია შეადგინა, რომელთა შემოტანაც ქვეყანაში შეიზღუდება.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ფსიქოტროპული წამლების ნაწილი საქართველოში შეზღუდული რაოდენობით შემოვა, როგორცსააფთიაქო ნარკომანიასთანბრძოლის ზომა, ნათქვამია საქართველოს შრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 „სააფთიაქო ანუ მედიკამენტოზური ნარკომანიაქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობამ მასთან ბრძოლის მიზნით რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა — დაწესდა რეცეპტების სისტემა, სააფთიაქო კონტროლი, მედიკამენტების გაყიდვის წესების დარღვევისთვის მაღალი ჯარიმები

აბები - Sputnik საქართველო
საქართველოში დაახლოებით 25 აფთიაქი „სააფთიაქო ნარკომანიაში“ ამხილეს

 „ბოლო წლების განმავლობაში გატარდა რამდენიმე რეფორმა, რომელიც მიმართული იყო სააფთიაქო ნარკომანიის ზიანის შესამცირებლად, მაგრამ ისინი ძირითადად მიმართული იყო ინტრავენური სუროგატული ნარკოტიკების წინააღმდეგ. ერთგვარ გამოწვევად რჩება ნარკოტიკული თრობისათვის მედიკამენტების ტაბლეტირებული ფორმების გამოყენება“, — განმარტა გადაწყვეტილების მიღების მიზეზები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, სააფთიაქო ნარკომანიაში ყველაზე გავრცელებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება, სპეციალურ საბჭოზე მიიღეს, რომელშიც შედიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის წევრები

მარიხუანის პლანტაცია ლოს-სუენოში - Sputnik საქართველო
მარიხუანა - გზა ნარკომანობისკენ საქართველოში

შიდა კვოტები შემდეგ პრეპარატებზე დაწესდა: „გაბაპენტინზე“, „ბაკლოფენზე“, „ზოპიკლონზე“, „ზალეპლონზე“, „ტროპიკამიდსადადექსტრომეტორფანზე“.

შესაბამისი შეთანხმება უკვე გაფორმდა ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის.

2014 წლის 1 სექტემბრიდან ურეცეპტოდ აკრძალულია საძილე და სედატიური პრეპარატების (გარდა მცენარეულისა), ანტიდეპრესანტების, სისტემური გამოყენებისთვის კორტიკოსტეროიდების, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და იმუნომოდულატორების და სხვა დაავადებების სამკურნალო წამლების გაყიდვა.

 ურეცეპტოდ გაყიდვა აკრძალულია ასევე ანტიმიკრობული (სისტემური გამოყენებისთვის), პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური ინექციური პრეპარატების (სისტემური გამოყენების), გულის გლიკოზიდების, არითმიისა და ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო, დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების და ყველა საინექციო პრეპარატების.

ყველა ახალი ამბავი
0