საქართველოს და თურქეთის ეროვნული ბანკები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და თურქეთის ეროვნული ბანკების თანამშრომლობა ინფორმაციისა და ექსპერტების შეხედულებათა ურთიერთგაცვლას ითვალისწინებს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მურატ ჩეტინკაიამ, ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

დოკუმენტს თურქეთის ქალაქ ბელეკში, ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონისა და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის 37-ე შეხვედრის ფარგლებში მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ ექსპერტების დონეზე სისტემატურ დიალოგზე, ასევე ტრენინგების და სემინარების ჩატარების მიზნით თანამშრომელთა გაცვლითი სამუშაო ვიზიტების გაძლიერებაზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები აპირებენ გაცვალონ ინფორმაცია და შეხედულებები ეკონომიკასა და ფინანსური განვითარების შესახებ ორი ქვეყნის ჭრილში და ასევე ცენტრალური ბანკის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.

ეროვნული ბანკის სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ფინანსური მეთვალყურეობის სააგენტოს ფუნქციებს შეასრულებს

ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების "ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბი" თურქეთის ცენტრალური ბანკის ინიციატივით 1998 წელს დაარსდა.

კლუბის ძირითადი მიზანია მონაწილე ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს საშუალება მიეცეს რეგულარულად გაცვალონ შეხედულებები ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების, საბანკო ზედამხედველობის განხორციელების, და ასევე საბანკო სისტემების სტაბილურობის მხარდაჭერის საკითხებზე.

საქართველოს ტერიტორიაზე ორი თურქული ბანკი ფუნქციონირებს — Ziraat Bank-ი და Isbank Georgia.

ყველა ახალი ამბავი
0