2012 წლიდან საქართველოში "ქურდული სამყაროს" წევრების მიმართ ათობით საქმე აღიძრა

© AP Photo / Reinhold Huegerichმართლმსაჯულების ქანდაკება მაინის ფრანკფუტში
მართლმსაჯულების ქანდაკება მაინის ფრანკფუტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წლებში საქართველოში "ქურდული სამყაროს" წევრობაში 146 ადამიანი ამხილეს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. 2012 წლიდან საქართველოში სსკ-ის მუხლით "ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა" სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 146 ადამიანის მიმართ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარმოდგენილ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

2012 წელს სისხლის სამართლის საქმე "ქურდული სამყაროს წევრობისთვის" აღძრეს 11 ადამიანის წინააღმდეგ; 2013 წელს — 70-ის, 2014 წელს — 35-ის, ხოლო 2015 წელს — შვიდის წინააღმდეგ.

2016 წელს "ქურდული სამყაროს" წევრობაში ამხილეს 19 ადამიანი, ხოლო მიმდინარე წლის იანვრიდან — ოთხი.

მუხლი "ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა" საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2005 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაჩნდა, რომელმაც ორგანიზებულ დანაშაულს ბრძოლა გამოუცხადა.

შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების მომხრეა

თავდაპირველად "ქურდული სამყაროს წევრობისთვის" სასჯელი იყო სამიდან რვა წლამდე პატიმრობა, ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო "კანონიერ ქურდს" ხუთიდან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა (ჯარიმით ან უჯარიმოდ).

2006 წელს კანონმდებლობა გაამკაცრეს. ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო "კანონიერი ქურდობა" – შვიდიდან ათ წლამდე ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე.

"კანონიერი ქურდები" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს. ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი "კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით "კურთხევის" ცერემონიაზე შეუძლიათ. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა "კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0