დედაენის დღე საქართველოში: ქვეყანაში ფესტივალი ტარდება

© photo: National Library of Georgia / FBსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სკოლებში ქართული ენისადმი მიძღვნილი თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდება.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. დედაენის დღესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება, კულტურულ-გასართობი ფესტივალი დაიწყო.

ქართული ენა საქართველოში სახელმწიფო ენას წარმოადგენს, მასზე მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.

ფესტივალი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთდღიანი გამოფენით დაიწყო, სადაც "დედაენის" 20-ზე მეტი უნიკალური გამოცემაა წარმოდგენილი.

პროექტი ცოცხალი წიგნები თბილისის სკოლებში - Sputnik საქართველო
ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა 29 აპრილს გაიმართება

ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება, საქართველოს 1500 სკოლაში მხიარული თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდება, რომლებსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტები ჩაატარებენ.

სტუდენტები, რომლებსაც ქართული ენის კეთილი ელჩები ეწოდათ, მოსწავლეებს გაკვეთილებზე აჩვენებენ, თანამედროვე ცხოვრებაში როგორ მახინჯდება ქართული ენა. გაკვეთილები ზღაპრის სტილში წარიმართება, რომლის მთავარი გმირი ქართული ენა იქნება.

ფესტივალის მიზანია გასაგებ და მხიარულ ფორმაში მოსწავლეებისთვის ქართული ენის ისტორიის მიწოდება.

ფესტივალის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ცენტრი "ცამდე".

ყველა ახალი ამბავი
0