ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა 29 აპრილს გაიმართება

© Ministry of Culture and Monument Protection of Georgiaპროექტი "ცოცხალი წიგნები" თბილისის სკოლებში
პროექტი ცოცხალი წიგნები თბილისის სკოლებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლიმპიადა დედა ენის დღეს ეძღვნება.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. თბილისში 29 აპრილს ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადა გაიმართება, იუწყება ღონისძიების ორგანიზატორის, სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ ვებ–გვერდი.

ოლიმპიადა ტრადიციულად აპრილში იმართება და დედა ენის დღეს ეძღვნება, რომელიც 14 აპრილს აღინიშნება.

პროექტის მთავარი მიზანია ქართველ და უცხოელ მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდა, მათში წერითი და ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავება, კითხვის მიმართ ინტერესის გაძლიერება.

ბავშვები კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
ქართველი ემიგრანტების შვილები ევროპაში მშობლიურ ენას დისტანციურად ისწავლიან

წელს ოლიმპიადა კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ ფარგლებში იმართება. პროექტში საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოსწავლეები არიან ჩართული, რომლებიც საკუთარ მიღწევებს სწორედ ოლიმპიადაზე გამოავლენენ.

ოლიმპიადის მონაწილეთა შესარჩევი ტური 8 აპრილს დაიწყება თბილისში, ქუთაისში, მარნეულსა და რუსთავში და იგი სამ კატეგორიაში გაიმართება: საუკეთესო კალიგრაფი, მხატვრული კითხვის ოსტატი, საუკეთესო მუსიკალური ნომერი.

შესარჩევ ტურში მონაწილეობა საქართველოს ყველა სკოლის I-VI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. რეგისტრაცია უფასოა და იგი 7 აპრილამდე გაგრძელდება. 

ოლიმპიადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0