ქართველი ემიგრანტების შვილები ევროპაში მშობლიურ ენას დისტანციურად ისწავლიან

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბავშვები კომპიუტერთან
ბავშვები კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ემიგრანტების შვილებმა, რომლებსაც მშობლიური ენის დისტანციურად შესწავლა სურთ, შესაბამისი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ემიგრანტების შვილები მშობლიური ენის უფასოდ, ონლაინ-შესწავლას შეძლებენ, აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პროექტში ქართული ენის ონლაინ-სწავლება საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის" ჩართვა შეუძლიათ 5-დან 15 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს.

№103 სკოლის მოსწავლეები - Sputnik საქართველო
ჯეჯელავა: ბავშვებმა უნდა ისწავლონ და არა იტანჯონ

ქართული ენის ონლაინ-გაკვეთილებს კვალიფიციური პედაგოგები ჩაატარებენ.

უფასო ონლაინ-გაკვეთილებში ჩართვისთვის საჭიროა ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა მისამართზე: aka.ms/georgiandistancelearning

ამ პროგრამის ფარგლებში 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპილოტე პროექტი დაიწყო დიდ ბრიტანეთში და ის ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დაინტერესება იმდენად მაღალი იყო, რომ განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, პროექტი სხვა ქვეყნებშიც განახორციელოს.

მომავალში ასევე იგეგმება ემიგრანტების შვილებისთვის საქართველოს ისტორიის სწავლება.

უფრო ადრე განათლების სამინისტროში აღნიშნეს, რომ უწყების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართლებაა სისტემაში თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა, რაც სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს გახდის.

ყველა ახალი ამბავი
0