ჭიაკოკონობაზე საბურავების დაწვისთვის ჯარიმა დაწესდა

© FB / modzraoba kvirike Kvirike.geსაბურავები იწვის
საბურავები იწვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ვნების კვირაში ოთხშაბათს ჭიაკოკონობას აღნიშნავენ. ამ დღეს ანთებენ კოცონს. ბავშვები კოცონის გარშემო იკრიბებიან და მღერიან. გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ჭიაკოკონობაზე საბურავებისა და პლასტმასის მასალის დაწვისთვის დაჯარიმდებიან.

ჭიაკოკონობა წარმართული დღესასწაულია. საქართველოში მას აღდგომის წინ, ოთხშაბათს აღნიშნავენ. ამ დღეს ანთებენ კოცონს. ბავშვები კოცონის გარშემო იკრიბებიან და მღერიან. გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება.  

საბურავები - Sputnik საქართველო
თბილისში საბურავების დაყრასთან დაკავშირებით ჯარიმები დაწესდება

კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, რაც ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. რეზინის საბურავების, ფოთლების და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გარემოს დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, არ დაწვან საბურავები და პლასტმასის მასალები ჭიაკოკონობაზე და აფრთხილებს, რომ ნებისმიერი ტიპის ნარჩენების დაწვა ღია სივრცეში აკრძალულია და ისჯება 200-დან 500 ლარამდე ოდენობის ჯარიმით.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს, აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0