თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის თავდაცვის უწყების დელეგაციას უმასპინძლა

© facebook.com/mod.gov.geლევან იზორია და დმირალი იუფე გუანი
ლევან იზორია და დმირალი იუფე გუანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა მხარემ ჩინეთის სამხედრო განათლების სისტემის გაცნობის, სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და ასევე სამხედრო-ტექნიკური სფეროს გაცნობის სურვილი გამოთქვა.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

დელეგაციას ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კომისიის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ოფისის დირექტორი, ადმირალი იუფე გუანი ხელმძღვანელობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ქართული ღვინის ფესტივალი მოსკოვში - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე ეკონომიკაში მეტ შემოსავალს ნიშნავს

ქართულმა მხარემ ჩინეთის სამხედრო განათლების სისტემის გაცნობის, სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და ასევე სამხედრო-ტექნიკური სფეროს გაცნობის სურვილი გამოთქვა. ლევან იზორიამ სტუმრებს ჩინელი სამხედროების საჩხერის სამთო მომზადების სკოლის კურსები, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) კონფერენციაში მონაწილეობაც შესთავაზა.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა აღნიშნა და დელეგაციის წევრებს ამ კუთხით უწყებაში გატარებული რეფორმები გააცნო.

ლევან იზორიამ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ასევე 2016 წელს ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ქართველი სამხედროებისათვის შეთავაზებული სასწავლო კურსებისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები — ლელა ჩიქოვანი და ზაალ კაპანაძე, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ. ჩინეთის მხრიდან შეხვედრაზე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ძი იანჩი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშე, უფროსი პოლკოვნიკი ჰუ დეჯუნი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0