ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე ეკონომიკაში მეტ შემოსავალს ნიშნავს

© ანა სერებრიანსკაიაქართული ღვინის ფესტივალი მოსკოვში
ქართული ღვინის ფესტივალი მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთის ბაზარზე იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის დეკლარაციით არის განპირობებული. მიაჩნია ღვინის მწარმოებელი კომპანია Schuchmann Wines-ის მმართველ დირექტორს ნინო აბრამიშვილს.
ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე ეკონომიკაში მეტ შემოსავალს ნიშნავს

"რა თქმა უნდა საქართველოდან ექსპორტირებული ღვინო ვერ შეავსებს ჩინეთის ბაზრის მოთხოვნას, რადგან ძალიან დიდი ბაზარია, მაგრამ ის რომ ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე საკმაოდ დიდი რაოდენობით არის წარდგენილი ძალიან კარგია და ქართულ ეკონომიკაში მეტ შემოსავალს ნიშნავს, რაც შემდეგ უკვე აისახება თითოეულ მწარმოებელზე და გლეხზე " განუცხადა "Sputnik —საქართველოს"

ნინო აბრამიშვილმა.

2017 წლის იანვარ —თებერვლის მონაცემებით საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 832 552 ბოთლი ღვინო, რაც 280%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ყველა ახალი ამბავი
0