საქართველომ პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის პირველი ლიცენზია მოიპოვა

© AP Photo / Petr David Josekქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი
ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტი (სეოკ) 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე არანაკლებ ოთხი ლიცენზიის მოპოვებას გეგმავს.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა საქართველოს პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის პირველი ლიცენზია მოუტანა, განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

ყვითელაშვილმა ლიცენზია მოიპოვა ჰელსინკიში გამართული მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებით, სადაც მან საბოლოოდ მე-13 ადგილი დაიკავა.

"მორისის ეს წარმატება ერთგვარი სტიმული იქნება ჩვენი სპორტსმენებისთვის, რომლებიც ასევე ოლიმპიადის საგზურებისთვის იბრძვიან. იმედი გვაქვს, რომ პიონჩანგში, მინიმუმ, ოთხი წარმომადგენელი გვეყოლება. ჩვენ, სპორტის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაისად კორეაში ოპტიმალური შემადგენლობით გავემგზავროთ", — განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ნინო წიკლაური - Sputnik საქართველო
მოთხილამურე ნინო წიკლაური უნგრეთის ჩემპიონი გახდა

პრესკონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ სეოკ-ის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ოლიმპიური თამაშებისთვის ყვითელაშვილი ოპტიმალურ ფორმაში იქნება.

22 წლის მორის ყვითელაშვილი ვარჯიშობს მოსკოვში, საქართველოს სახელით 2016 წლიდან გამოდის. ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში 23-29 იანვარს გაიმართა, ქართველმა მოციგურავემ მეექვსე ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0