საფრანგეთი მზადაა, შავ ზღვაში სამხედრო თვალსაზრისით გააქტიურდეს

© Пограничная полиция Грузииფრანგული ხომალდი ბათუმში
ფრანგული ხომალდი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთი მხარს უჭერს შავ ზღვაში სამხედრო გემების შესვლის რაოდენობის გაზრდას.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საფრანგეთმა მზადყოფნა გამოთქვა, გაზარდოს სამხედრო გემების შესვლის რაოდენობა შავ ზღვაში, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას.

2016 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ნატო შავ ზღვაში თავისი ძალისხმევის გააქტიურებასა და ამ რეგიონის უსაფრთხოების გაზრდას გეგმავს. შავი ზღვის რეგიონის უზრუნველყოფაში მონაწილეობას გეგმავს საქართველოც, რომელმაც 2017 წლის დასაწყისში ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში თავისი წინადადებები გაგზავნა.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
თავდაცვის მინისტრი სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღდგენის წინააღმდეგია

„წლის დასაწყისში მთავრობამ ნატოს თავისი წინადადებები წარუდგინა, სადაც ჩვენი აქტივობების კომპლექსი იყო თავმოყრილი, რომლებიც ჩვენი საზღვაო ძალების ნატოს წევრ ქვეყნებთან უფრო მეტ ერთობლივ სწავლებას ითვალისწინებდა. თქვენთვის ცნობილია ამ მიმართულებით მზარდი ტენდენციის შესახებ. მაგალითად, საფრანგეთი  აცხადებს, რომ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში პერიოდულ შესვლასთან ერთად მზად არის შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდოს“, — განაცხადა იზორიამ.

ასეთი სურვილი ასევე კანადამ და შეერთებულმა შტატებმა გამოთქვეს, აღნიშნა მინისტრმა.

ბოლოს საფრანგეთის სამხედრო ხომალდი საქართველოში 2016 წლის ოქტომბერში შემოვიდა. ეს იყო  საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხომალდი Premier MatitreL’Her, რომელიც ბათუმის აკვატორიაში შემოვიდა. ხომალდის პირადმა შემადგენლობამ ქართველ მეზღვაურებთან ერთად  ერთობლივი წყალქვეშა და სააბორდაჟო ოპერაციის სწავლებები ჩაატარა.

ყველა ახალი ამბავი
0