რეზო გიგინეიშვილის ფილმს "მძევლები" საქართველოში 20 აპრილს აჩვენებენ

© photo: Hostages / FBკადრი ფილმიდან "მძევლები"
კადრი ფილმიდან მძევლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
"მძევლების" პრემიერა 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ახალი ტრილერის "მძევლების" პრემიერა თბილისში 20 აპრილს გაიმართება. ფილმი 1983 წელს თბილისში თვითმფრინავის გატაცების მცდელობის რეალურ ისტორიას ეყრდნობა.

კადრი ფილმიდან მძევლები - Sputnik საქართველო
რეზო გიგინეიშვილი ფილმ „მძევლების“ შესახებ: ისტორიის ხელახლა დაწერა არ მინდოდა

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ის აჩვენეს სექციაში Panorama Special. ფილმმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

1983 წლის 18 ნოემბერს სსრკ-დან აშშ–ში გაქცევის მიზნით შვიდმა ახალგაზრდამ Ту-134 თვითმფრინავი გაიტაცა. მათ შორის ერთი ქალი იყო. 19 ნოემბრის დილით თვითმფრინავი სპეცდანიშნულების რაზმმა შტურმით აიღო. გავრცელებული მონაცემებით, დაიღუპა შვიდი ადამიანი — ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. ქალს პატიმრობის 14 წელი მიესაჯა, დანარჩენები – სიკვდილით დასაჯეს.

რეზო გიგინეიშვილი - Sputnik საქართველო
ScreenDaily: რეზო გიგინეიშვილი — არტჰაუს–კინოს ამომავალი ვარსკვლავი

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მიხეილ გომიაშვილი.

"მძევლები" ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. ფილმის კოპროდიუსერია "ოსკარის" მფლობელი ფილმის "იდას" მთავარი პროდიუსერი ევა პუშჩინსკა.

ფილმში ჟღერს ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ნაწარმოები Styx.

ფილმის სპეციალური დახურული ჩვენება მასმედიის წარმომადგენლებისთვის 11 აპრილს კინოთეატრ "ამირანში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0