იზორია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენაზე მოსალაპარაკებლად საფრანგეთში გაემგზავრება

© Sputnik / Alexander Imedashviliთავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პრესკონფერენციაზე
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პრესკონფერენციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საფრანგეთში ორდღიანი ვიზიტით 17 აპრილს გაემგზავრება.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 17 აპრილს საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც თავის კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შეძენის საკითხებზე იმსჯელებს.

2015 წლის ზაფხულში თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესყიდვის თაობაზე ორი შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტს გრიფი "საიდუმლო" დაედო. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთი საქართველოს VL MICA–ს ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსებსა და მობილურ რადიოლოკაციურ სადგურებს გადმოსცემს.

"შემდეგ კვირაში საფრანგეთში ჩემს კოლეგასთან ისევ მოლაპარაკებები გვექნება. იქ 17-18 აპრილს ვიქნები. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენასა და იმპლემენტაციის კონკრეტულ გეგმებს განვიხილავთ. 2017-2018 წლებში აქტიურ ფაზაში შევდივართ", — განაცხადა იზორიამ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას.

საქართველო–ნატოს კომისიის სხდომა - Sputnik საქართველო
ნატო საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განვითარებაში დაეხმარება

მისი თქმით, რამდენიმე ტრანში უკვე განხორციელდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2008 წლის ომმა საქართველოში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საჭიროება დაადასტურა.

"შეიძლება გვყავდეს რამდენიმე ბომბდამშენი, მაგრამ თუ მათი დაცულობის ხარისხი ნულის ტოლია, თუ აეროდრომების ინფრასტრუქტურა არ არის დაცული, ერთი რაკეტა მწყობრიდან ათობით ბომბდამშენს გამოიყვანს. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ სწორ, პრიორიტეტულ გათვლებს და გამოცდილებაზე ვსწავლობთ", — აღნიშნა იზორიამ.

იგეგმება 37 პირის გადამზადება, რომლებიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან იმუშავებენ.

გასული წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტებს საქართველოში 2017 წლის დასაწყისში გადმოსცემს.

ახლო მოქმედების საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი VL MICA (Vertical Launch MICA) საფრანგეთმა 2007 წელს შეიმუშავა. ის გამოიყენება დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში და ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში, როგორც ფრთოსანი რაკეტების, მართვადი ავიაბომბების, თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და უპოლოტო საფრენი აპარატებისგან ქვეითი ჯარის ქვედანაყოფების, ავიაბაზების, სარდლობის პუნქტებისა და ხომალდების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება. 

საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი VL MICA ფირმა MBDA-ს მიერ MICA ტიპის "ჰაერი-ჰაერის" კლასის მართვადი რაკეტის ბაზაზე შემუშავდა. რაკეტის წონა 112 კილოგრამია, სიგრძე – 3,1 მეტრი, დიამეტრი – 160 მილიმეტრი, ხოლო ფრენის სიშორე – 10–დან 20 კილომეტრამდეა.

ყველა ახალი ამბავი
0