იუვენტუსი-ბარსელონა: უეფას ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის პირველი მატჩის პროგნოზი

© photo: AFP 2020 / Marco BERTORELLOგონსალო იგუაინი და სამი ხედირა
გონსალო იგუაინი და სამი ხედირა - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik საქართველოს" სპორტული მიმომხილველი ტურინის "იუვენტუსსა" და ესპანეთის ბარსელონას" შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის პირველი მატჩის პროგნოზს გთავაზობთ.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. პირველი კითხვა, რაც სპეციალისტებს "იუვენტუსისა" და "ბარსელონას" მატჩის წინ უჩნდებათ — გამოიტანს თუ არა გაკვეთილს ესპანური კლუბი ტურნირის 1/8-ის გასვლით თამაშში "პარი სენ-ჟერმენთან" წაგების შედეგად გაკვეთილს?

"ბარსელონას" ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს ნერვიულობის საბაბი აქვთ. ამის დასადასტურებლად "მალაგასთან" ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში თითქმის სენსაციური მარცხიც (0:2) კმარა. "ბარსელონისთვის" ეს წაგება ბოლო ხუთ მატჩში მეორე იყო.

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - IV ტურის მიმოხილვა

ლუის ენრიკეს გუნდის სტატისტიკა ასევე არაა შთამბეჭდავი ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებშიც. "ბარსელონამ" ტურნირის 11-იდან მხოლოდ ხუთი თამაშის მოგება მოახერხა და ორიც — ფრედ დაასარულა.

გასათვალისწინებელია, რომ "ბარსა" ესტუმრება გუნდს, რომელსაც ამჟამად ჰყავს, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში საუკეთესო თავდაცვა, შესანიშნავი ნახევარდაცვა და შეტევის კრეატიული ხაზი. "იუვენტუსს" სახლში 2015 წლის აგვისტოდან არ წაუგია. ამ დროის განმავლობაში გუნდმა საკუთარ მოედანზე 47 მატჩი გამართა და აქედან 41 გამარჯვებით დაასრულა.

გუნდები ორი წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ "ბარსელონამ" 3:1 გაიმარჯვა. მაგრამ მაშინ სხვა "ბარსელონა" და სხვა "იუვენტუსი" იყო. ვფიქრობ, ახლა იგუაინი-დიბალა-მანჯუკიჩის შემტევი ტრიო უფრო საშიშია კატალონიელების დაცვისთვის, ვიდრე მესი-სუარესი-ნეიმარი იტალიური კლუბის დაცვისთვის.

არ გავრისკავ, ვივარაუდო, როგორ გადაწყდება დაპირისპირების ბედი მთლიანობაში, მაგრამ მაინც იქით ვიხრები, რომ "იუვენტუსი" მოიგებს შეხვედრას. ასეთი შედეგისთვის, ბუკმეკერები საშუალოდ სთავაზობენ კოეფიციენტს 2.5.

ფსონი: "იუვენტუსი" გაიმარჯვებს — 2.5

ყველა ახალი ამბავი
0