CBS-ის გამოკითხვა: ტრამპის რეიტინგი სირიაზე დარტყმის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა

© REUTERS / Jessica Rinaldiდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Gallup-ის გამოკითხვის მონაცემებით, დონალდ ტრამპის საქმიანობით კმაყოფილ მოქალაქეთა რაოდენობა მარტის ბოლოს 35%-ს შეადგენდა. ამ დროისთვის კი, CBS News-ის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 43%-ზეა ასული.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის საქმიანობით კმაყოფილება მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სირიის აეროდრომზე იერიშის გადაწყვეტილება მიიღო, ამაზე მეტყველებს ტელეარხ CBS News-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

Gallup-ის გამოკითხვის მონაცემებით, დონალდ ტრამპის საქმიანობით კმაყოფილ მოქალაქეთა რაოდენობა მარტის ბოლოს 35%-ს შეადგენდა. ამ დროისთვის კი, CBS News-ის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 43%-ზეა ასული.

CBS News-მა გამოკითხვა 7-9 აპრილს ჩაატარა და ათასზე მეტი რესპონდენტის აზრი დააფიქსირა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი: გამოკითხვები, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლებას ნეგატიურად აფასებს, დეზინფორმაციაა

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Huffington Post-ისა და კომპანია YouGov-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკელთა ნახევარზე მეტი (51%) მხარს უჭერდა ტრამპის გადაწყვეტილებას სირიაზე შეტევასთან დაკავშირებით. ხოლო CBS News-ის ანალოგიური გამოკითხვის შედეგებით, ეს გადაწყვეტილება გამოკითხულთა 57%-მა მოიწონა.

7 აპრილის გამთენიისას შეერთებულმა შტატებმა სამხედრო–საზღვაო ხომალდებიდან ფრთოსანი რაკეტებით შეუტია სირიის პროვინცია ჰომსში მდებარე შაირათის აეროდრომს, საიდანაც, არსებული ინფორმაციით, განხორციელდა ქიმიური შეტევა პროვინცია იდლიბზე. პენტაგონის ცნობით, სულ შეტევაში 59 ფრთოსანი რაკეტა მონაწილეობდა. ჰომსის გუბერნატორის განცხადებით, დაიღუპა 7 ადამიანი: 5 სამხედრო და ორიც ახლომდებარე სოფელში მცხოვრები სამოქალაქო პირი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი სირიელი სამხედრო უგზოუკვლოდ დაიკარგა, ოთხი დაიღუპა, ხოლო ექვსმა დამწვრობა მიიღო ხანძრის ჩაქრობისას. რაც შეეხება სირიის შეიარაღებულ ძალებს, მათი განცხადებით, დაღუპულია ათი სირიელი სამხედრო მოსამსახურე.

ყველა ახალი ამბავი
0