თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საეჭვო უწოდა ყველა იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომლებმაც ქვეყნის ხელისუფლება ნეგატიურად შეაფასა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პრეზიდენტის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე დაყრდნობით.
„ყველა გამოკითხვა, რომლებიც ნეგატიურ შეფასებას იძლევა — დეზინფორმაციაა, ისევე, როგორც CNN-ის, ABC-ს, NBC-ს გამოკითხვები არჩევნებისას. უკაცრავად, მაგრამ ადამიანებს საზღვრების უსაფრთხოება და გაძლიერებული კონტროლი სურთ“, — დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
Any negative polls are fake news, just like the CNN, ABC, NBC polls in the election. Sorry, people want border security and extreme vetting.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) 6 февраля 2017 г.
Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკული საზოგადოების აზრი პრეზიდენტის იმიგრაციული ბრძანებულების თაობაზე, რომელიც ქვეყანაში შესვლას უკრძალავს შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს, გაიყო: 49% მხარს უჭერს ტრამპის ბრძანებულებას, 41% — უარყოფითად აფასებს მას, ხოლო 10%-მა თავი შეიკავა პასუხისგან.
გამოკითხვა ჩაატარა კომპანიამ Public Policy Polling (PPP), რომლის კვლევამაც აჩვენა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს უჭერს ამერიკელთა დაახლოებით 40%, ხოლო წინააღმდეგია 48%.
გარდა ამისა, ამომრჩეველთა დაახლოებით 52%-მა განაცხადა, რომ პრეზიდენტად ისევ ბარაკ ობამას ხილვას ისურვებდა, ხოლო 43% ტრამპის კანდიდატურით კმაყოფილია.