თბილისი VS მოსკოვი: ბევრით ნული თბილისის სასარგებლოდ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისის ცენტრში
ტურისტები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა

რუსულენოვან ინტერნეტსივრცეში გასულ წელს მოსკოველი ჟურნალისტის ეკატერინა შაპოშნიკოვას მცირე დაკვირვება გამოჩნდა. პუბლიკაციაში ჟურნალისტი პუნქტობრივად განიხილავს და მკითხველებს უზიარებს დაკვირვებას თემაზე – რატომ ჩამოდიან ესოდენ ხშირად მოსკოველები თბილისში და რა ხიბლავთ მათ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში.

ეს ფრიად საინტერესო და ადგილ-ადგილ სახალისო დაკვირვება განსაკუთრებით იმ კომენტარებითაა საყურადღებო, რომლებიც მკითხველებს დაუტოვებიათ მის ქვემოთ საიტსა თუ სოციალურ ქსელებში.

აი, რას წერს ეკატერინა შაპოშნიკოვა:

ჩოხოსანი რაინდი ზაალ სიხარულიძე - Sputnik საქართველო
მეეზოვე და მინისტრი ერთ სუფრასთან, ანუ ქართველი მსახურად არ დაგიდგება

თუ უეცრად მოსკოვისგან სრულიად განსხვავებულ ქალაქში დასვენება მოისურვეთ, იცოდეთ, რომ თბილისის ქუჩებში სეირნობისას იმდენ მოსკოვურ სახეს გადაეყრებით, იმდენი ნაცნობი შეგხვდებათ რესტორნებსა და კაფეებში, გეგონება მთელ მოსკოვს თბილისში მოუყრია თავიო

და, იცით, რატომ?

იმიტომ რომ:

  • თბილისში მთის ჰაერია, მოსკოვში კი სუნთქვა შეუძლებელია;
  • თბილისში მსოფლიოში საუკეთესო ოჯახური ღვინო იყიდება, მოსკოვში კი კარგა ხანს უნდა ეძებო წესიერი ღვინის ბარი;
  • თბილისში ძალიან გონივრული ფასებია: ვახშამი ღვინით — 500 რუბლი, სუნელები ბაზარში — 30 რუბლი, ტაქსი — 150 რუბლი… მოსკოვის ფასებს აღარ ვიტყვი, თავადაც იცით;
  • თბილისი ყველაზე ინტელიგენტური სექსტურიზმის ქალაქია, მოსკოვში კი ეს მეტად საჭოჭმანო ამბავია;
  • თბილისში ქალაქის შუაგულში მთებია, მოსკოვში კი საცობები;
  • თბილისი ვითარდება და ყვავის: ბოლო ორიოდე წელიწადში ათობით შენობაც აღადგინეს და სანაპიროსაც რესტავრაცია გაუკეთეს, ქალაქში ახალი სამარშრუტო ტაქსები დადის, სადაც ფულის გადახდა ელექტრონული ბარათითაა შესაძლებელი. მტკვრის სანაპიროზე ახალი დასახლებები გაშენდა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება. მოსკოვში კი ახლაღა დაიწყეს ახალი ქვაფენილის დაგება;
  • თბილისში კლასიკური მუსიკის ფესტივალი Map the music ტარდება და შტრაუსისა თუ ჰენდელის მოსმენა პირდაპირ ქუჩაშია შესაძლებელი. ჰო, კიდევ ტარდება: სამი ჯაზ-ფესტივალი, Tbilisi Open Air, კინოფესტივალი CinéDoc და "ოქროს თვალი", "თბილისობა" და ასე, წლის ბოლომდე;
  • ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე 4gb, რომელიც ყოფილი ქარხნის შენობაში ტარდება, ჯეფ მილსი და მეთიუ ჰერბერტი უკრავენ, საღამოს კი ძველ თბილისში შეიძლება გადაეყაროთ ქინძმარაულით სავსე ჭიქით ხელში. ჩვენი "არმა 17" კი უკვე ყელში ამოვიდა;
  • თბილისის იტალიურ მაღაზიებში პარმეზანის ფასი ევროკავშირის ქვეყნების ფასისგან ძალიან განსხვავდება: 1 კგ 1000 რუბლი, როცა ევროპაში ის 2000 რუბლი ჯდება;
  • თბილისის ქუჩებში ისეთი ლამაზი მამაკაცები დადიან, რომ გინდა მოსკოვი სამუდამოდ დაივიწყო;
  • თბილისში არიან დიზაინერები — მოდის სახლი Materiel, Chubika-ს მარკა, Atelier 10a, Tatuna Nikolaishvili… მათი შეკერილი სამოსი წვეულებაზეც შეიძლება ჩაიცვა და ყოველდღიურადაც;
  • ყავის მაღაზიაში Dotstbilisi ერთდროულად კარგი ყავაც აქვთ და შესანიშნავადაცაა დიზაინერულად გაფორმებული. მოსკოვში კი კარგი ან ერთია, ან მეორე;
  • თბილისში არის გოგირდის აბანოები, რომლებიც 10 წლით აახალგაზრდავებს კაცს. მოსკოვში კი ყველაფერია საიმისოდ, რომ 10 წლით ხნიერად გამოიყურებოდე;
  • ბარში Lolita ყველაზე ლამაზი და მხიარული ბარმენები არიან, ვინც კი ოდესმე გინახავთ. მოსკოვში კი, რაც უფრო მოდურია ბარი, მით უფრო პათოსურია ბარმენი: კლიენტთან გამოლაპარაკება კი არა, მისკენ გახედვაც არ უნდა;
  • "სამეფო უბნის თაეტრში" ისეთი ლამაზი ძველებური ინტერიერია, რომ სპექტაკლის სანახავად შეგიძლია აღარც შეხვიდე. მოსკოვში კი უმიზეზოდაც არ გინდა კაცს სპექტაკლის ნახვა;
  • აბაშიძის ქუჩაზე სასტუმრო-ბუტიკ Rooms-ში ნახევარ მოსკოვს შეხვდები, განსაკუთრებით, გამოსასვლელ დღეებში. მოსკოვში კი ამ ხალხს მხოლოდ სოციალურ ქსელებში თუ გადაეყრები;
  • მშრალ ხიდზე კუზნეცოვის ფაიფურს 2 000 რუბლად იყიდით, 70-80-იანი წლების ღამის ბრებს კი 1500 რუბლად. მოსკოვში ეს ყველაფერი ზუსტად ათჯერ ძვირი ღირს;
  • თბილისში გიღიმიან და როცა გელაპარაკებიან, თვალებში გიყურებენ. მოსკოვში კი მოსაუბრის თვალის ფერს ვერ გაიხსენებ;
  • "დეზერტირების" ბაზარში ახლად მოკრეფილი ხილ-ბოსტნეულის სურნელიც გახსენდება, სუნელების არომატიცა და ისიც, როგორ გამოიყურება ტოტიდან ახალმოწყვეტილი ლიმონი; რაც სასარგებლო მოგონებაა მოსკოველისთვის;
  • თბილისში ნამდვილი ხინკალი გამუდმებით თავს გახსენებს, მოსკოვში საერთოდ გეკარგება მადა;
  • თბილისში ქუჩაში გაცნობა მოსულა. არავითარ შემთხვევაში არ გაბედოთ მოსკოვში იგივეს გაკეთება!
ყველა ახალი ამბავი
0