მეეზოვე და მინისტრი ერთ სუფრასთან, ანუ ქართველი მსახურად არ დაგიდგება

© photo: courtesy of Zaal Sikharulidze/FBჩოხოსანი რაინდი ზაალ სიხარულიძე
ჩოხოსანი რაინდი ზაალ სიხარულიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართველი კაცი ხშირად ღალატობს ცოლს — ყველა არა, მაგრამ ბევრნი. ვიკითხეთ, ეს ნორმალურია–თქო? გვითხრეს, არა, მაგრამ ასეაო. და ქალს შეუძლია ღალატი, ქართველ ქალებს ჰყავთ საყვარლები? — ააარა! ქალებს ღალატი ეკრძალებათ, მაგრამ საყვარლები, „კანეშნა“ ჰყავთ! — იყო პასუხი"...

ინტერნეტსივრცე სავსეა საქართველოს შესახებ ფოტო, ვიდეო თუ ტექსტობრივი ინფორმაციითა და გზამკვლევებით, რომელსაც ტურისტული სააგენტოები ავრცელებენ. მაგრამ ქართველებისა და საქართველოს ამგვარ აღწერას სხვაგან არსად გადავყრივართ.

აი, როგორ აცნობს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს რუსული საიტი www.v-georgia. com რუსეთის მოსახლეობას: 

მეგობრებო, მცირე ჩანახატი გვინდა შემოგთავაზოთ ქართულ მენტალიტეტზე და წინასწარ გითხრათ, რომ ის ყველასგან განსხვავებულია. იცოდეთ, თუ ქართველის აზროვნებასა და ლოგიკას გაეცნობით, მასთან ურთიერთობით აბსოლუტურ „კაიფს დაიჭერთ“.

ტობიას დიურებორგი - Sputnik საქართველო
სკანდინავიელი კაცის ქვეცნობიერში სამუდამოდ ჩაბუდებული და სულში ჩასახლებული საქართველო

აი, როგორ ვხედავთ ჩვენ ქართველებს:

• თბილისში ადამიანებს შორის ძალიან მოკლე დისტანციაა. არა, აუცილებელ პიეტიტს კი არ კარგავენ, ან ღრმა პატივისცემის ზღვარს კი არ გადადიან, უბრალოდ, ზედმეტად ახლოს არიან. ანუ თუ ერთ სუფრასთან გვერდიგვერდ მჯდომი მინისტრი და მეეზოვე აღმოაჩინეთ, არ გაიკვირვოთ, ქართველებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია.

• თუ ქართველს შეხვედრაზე შეუთანხმდით და ისიც დროულად გამოგეცხადათ, იცოდეთ, რომ ეს კაცი ქართველი არ არის . საქმე ისაა, რომ ქართულ ბიზნესწრეებშიც კი ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ისეთ ცნებას, როგორიცაა დრო. პრინციპი ასეთია: ვერ მოასწარი დღეს? რა მოხდა მერე, ხვალაც ამ თვისაა! მოკლედ, არ ეჩქარება ამ ხალხს ცხოვრება და მგონი, სწორედ ამიტომაც ჰყავთ ამდენი დღეგრძელი. ისე კი, ურიგო არ იქნებოდა, ეს თვისება ჩვენც რომ გადმოგვეღო: ანუ გვეცხოვრა და გამუდმებით სადღაც კი არ გვეჩქარა.

• ძალიან გაგიჭირდებათ კაფეში მარტო მჯდომი ქართველის ნახვა. არ უყვარს ამ ხალხს თანამეინახის გარეშე სადილობა და ამიტომ, თუ სადმე მაინც გადააწყდით ასეთს, იცოდეთ, დიდი ალბათობით, ეს უბრალოდ მარტოსული ადამიანია და იქნებ თავად მიიპატიჟოთ თქვენს მაგიდასთან…

© FL/ jagermeshქართველს თანამეინახის გარეშე სადილობა არ უყვარს და თუ სადმე მაინც გადააწყდით ასეთს, იცოდეთ, ეს უბრალოდ მარტოსული ადამიანია
ქართველს თანამეინახის გარეშე სადილობა არ უყვარს და თუ სადმე მაინც გადააწყდით ასეთს, იცოდეთ, ეს უბრალოდ მარტოსული ადამიანია - Sputnik საქართველო
ქართველს თანამეინახის გარეშე სადილობა არ უყვარს და თუ სადმე მაინც გადააწყდით ასეთს, იცოდეთ, ეს უბრალოდ მარტოსული ადამიანია

• სერვისი თბილისში — ეს ტოტალური პრობლემაა. ოფიციანტი დიიიდხანს გალოდინებთ, სანამ მენიუს მოგიტანთ, მერე აუცილებლად აურევს შეკვეთას და შესაძლოა, თეფშიც არ გამოგიცვალოთ, ხოლო გამყიდველი მაღაზიაში ყველანაირად „შეგიშლით“ ხელს, რათა ემანდ, რამე არ იყიდოთ, მაგრამ როგორც კი ქართველთან ურთიერთობა სასაქონლო–ფულად ურთიერთობას გასცდება, მაშინვე მიხვდებით, რომ უფრო გულღია, უფრო თბილი და ყურადღებიანი ერი დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება! მაშ, რისი ბრალია ცუდი სერვისი? რისი და, ქართველები ამაყი ხალხია, ამიტომაც ოფიციანტად და გამყიდვლად მუშაობა მენტალურ დონეზე მიაჩნიათ სათაკილოდ. კი, ქართველი შეკითხვაზე გიპასუხებს, მაგრამ მოსამსახურედ არასდროს დაგიდგება. ამიტომაც ტოვებს იქაური სერვისი უკეთესის სურვილს. ნუ გაამახვილეთ ამაზე ყურადღებას. უბრალოდ, დატკბით ქართველებთან ურთიერთობით.

• სტუმარი ქართველისთვის წმიდათაწმიდაა. სტუმარს ყველაფრის ნება აქვს და ყველაფერი მიეტევება, ყველაფერი მისთვისაა. მაგრამ თუ, ვთქვათ, სოფლად ეწვიეთ ქართველს, თანაც ხანგრძლივად, გახსოვდეთ, რომ სტუმარი მხოლოდ პირველი სამი დღის განმავლობაში გქვიათ. მერე კი მასპინძლის თანაბარი ხდებით და ამიტომ მასთან ერთად უნდა იმუშაოთ მის კარმიდამოში. ამით ყველას პატივისცემას დაიმსახურებთ.

© FL/ Vladimer Shioshviliქართველის ოჯახში სტუმარი მხოლოდ პირველი სამი დღის განმავლობაში გქვიათ, მერე კი მასპინძლის თანაბარი ხდებით და მასთან ერთად უნდა იმუშაოთ კარმიდამოში.
ქართველის ოჯახში სტუმარი მხოლოდ პირველი სამი დღის განმავლობაში გქვიათ, მერე კი მასპინძლის თანაბარი ხდებით და მასთან ერთად უნდა იმუშაოთ კარმიდამოში.  - Sputnik საქართველო
ქართველის ოჯახში სტუმარი მხოლოდ პირველი სამი დღის განმავლობაში გქვიათ, მერე კი მასპინძლის თანაბარი ხდებით და მასთან ერთად უნდა იმუშაოთ კარმიდამოში.

• ქართველებისა და სომხების ურთიერთობის თემა — არცკი გაბედოთ მასთან შეხება. დიახ, ქართველს შეუძლია იშაყიროს სომეხზე და სომეხმაც ხუმრობით დაუბრუნოს ხურდა, მაგრამ ქართველი თქვენ, როგორც „გარეულს“, არასდროს მოგცემთ უფლებას, აგდებით ახსენოთ სომეხი. მოკლედ, ის, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს.

• ქართველს არ შეუძლია უარის თქმა, ლამის არასდროს გეტყვით „არას“ თხოვნაზე. უბრალოდ, თუ თქვენი თხოვნის შესრულება რაღაც მიზეზით არ შეუძლია, დროს მანამ გაგიჭიმავთ, სანამ თავად არ მიხვდებით, რომ უნდა შეეშვათ.

• თბილისის ქუჩებში შავი ფერი ჭარბობს — ქართველებს მუქი სამოსი უყვართ. ჭრელაჭრულა ტანსაცმლით ლამის მხოლოდ უცხოელები დაიარებიან. თავიდან გვეგონა, რომ ეს ბოლო ომის გამოძახილი იყო, მაგრამ თურმე არა.

და კიდევ: თბილისში მოკლეკაბიანი ქალი ყველა მამაკაცის ყურადღებას იქცევს, იმიტომ რომ ლამაზი და შიშველი ფეხები — ეს კარგია. აი დეკოლტე კი, რაოდენ ღრმაც არ უნდა იყოს, მაინც ვერ იწვევს ემოციების ისეთ ქარიშხალს, როგორსაც „მინი იუბკა“ ან შორტი.

© FL/ Dato Koridzeთბილისში მოკლეკაბიანი ქალი ყველა მამაკაცის ყურადღებას იქცევს
თბილისში მოკლეკაბიანი ქალი ყველა მამაკაცის ყურადღებას იქცევს - Sputnik საქართველო
თბილისში მოკლეკაბიანი ქალი ყველა მამაკაცის ყურადღებას იქცევს

რაც შეეხებათ მამაკაცებს: თბილისის ქუჩებში თქვენ ვერ შეხვდებით ჩვენში ესოდენ მოდურ და პოპულარულ „მაიკა–ალკოგოლიჩკაში“ გამოწყობილ ქართველ კაცს. ის უფრო შიშველი ტორსით ივლის, ვიდრე ღრმად გულ და იღლიაამოჭრილ მაისურს ჩაიცვამს. ქართველისთვის ეს უბრალოდ ცუდი ტონია. მუხლსზემოთ შორტი კაცზე? ქართველს ეს აზრადაც არ მოუვა. ასე მოკლე შარვლები მხოლოდ უცხოელს შეუძლია ჩაიცვას. მათ ხომ ყველაფრის უფლება აქვთ.

• ეროვნების საკითხი:  მოსკოველებმა არაერთხელ გვკითხეს, საქართველოში რომ წავიდეთ, სახიფათო ხომ არ არისო? სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ: ეროვნების გამო საქართველოში არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ! ქართველები უთბილესი და ძალზე ადეკვატური ხალხია. ნეგატივს მხოლოდ მაშინ ამჟღავნებენ, თუ თავად მოიქცევით თავხედურად და აგრესიულად. აი, მაშინ კი ქართველისთვის აბსოლუტურად სულერთი ხდება, ვინ ხართ და საიდან.

• ქართველი კაცი ხშირად ღალატობს ცოლს — ყველა არა, მაგრამ ბევრნი. ვიკითხეთ, ეს ნორმალურია–თქო? გვითხრეს, არა, მაგრამ ასეაო.

— და ქალს შეუძლია ღალატი? ჰყავთ ქართველ ქალებს საყვარლები?

— ააარა! ქალებს ღალატი ეკრძალებათ, მაგრამ საყვარლები, „კანეშნა“ ჰყავთ! — იყო პასუხი.

ყველა ახალი ამბავი
0