სასამართლომ სამეცნიერო ცენტრ "დელტას" დირექტორი თანამდებობაზე აღადგინა

© facebook.com/GaribashviliOfficialსამხედრო ქარხანა „დელტა"
სამხედრო ქარხანა „დელტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან 2016 წლის მაისში მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ყოფილი გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრის თანამშრომელზე გიგა ინაშვილზე დაყრდნობით.

ძოძუაშვილი, რომელიც უწყებას 2012 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის ბრძანების საფუძველზე 2016 წლის მაისში გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ "დელტამ" სეტყვის თავიდან აცილება ვერ შეძლო, რომელმაც კახეთში ნათესების ნაწილი გაანადგურა. ერთი კვირის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ძოძუაშვილმა სასამართლოში გაასაჩივრა.

"სასამართლო შედგა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხიდაშელმა ძოძუაშვილი უკანონოდ გაათავისუფლა. მან ავტომატურად აღიდგინა თანამდებობა. ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა", — განაცხადა ინაშვილმა.

ძოძუაშვილი თავისი მოვალეობების შესრულებას უკვე შეუდგა და მივლინებით საუდის არაბეთში გაემგზავრა. ძოძუაშვილამდე "დელტას" გენერალური დირექტორის მოვალეობებს დროებით შოთა კვარაცხელია ასრულებდა.

ხიდაშელს ძოძუაშვილის მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება არაერთხელ გამოუთქვამს. 2015 წელს მან "დელტას" ცენტრში სამეურვეო საბჭოს დანიშვნის წინადადებაც კი დააყენა.

სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი - Sputnik საქართველო
კახეთში სეტყვის ღრუბელი გაფანტეს

ხიდაშელმა ასევე განაცხადა, რომ "დელტა" თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო პროდუქციის მიწოდებას აგვიანებდა და უწყება გაუმჭვირვალე ფინანსურ საქმიანობაში დაადანაშაულა.

"დელტას" ისტორიას სათავეს 60-იანი წლებიდან იწყებს. ახლანდელი სახით სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მან ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა გააერთიანა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონტროლ ქვეშ იმყოფება.

დღეს "დელტა" თავის პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს.

კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდა ძოძუაშვილის დროს — 2015 წლის გაზაფხულზე. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და მისი განეიტრალება საწყის სტადიაში. კახეთის ყველა რაიონში მოწყობილია საცეცხლე წერტილები, გარდა ამისა, განიხილება აღნიშნული დანადგარის სხვა რეგიონებში განთავსების საკითხიც.

ყველა ახალი ამბავი
0