კახეთში სეტყვის ღრუბელი გაფანტეს

© FB / STC Deltaსეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი
სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთის რეგიონში სეტყვასაშიში ღრუბლების გასაფანტად 161 ერთეული რაკეტა გამოიყენეს.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. კახეთის რეგიონში სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრ „დელტას“ თანამშრომლებმა 2017 წლის სეზონზე პირველად გამოიყენეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა და მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლები გაფანტეს.  

თბილისის ანძა ღრუბლების ფონზე - Sputnik საქართველო
საქართველო სეტყვის ღრუბლის გასაფანტავად ემზადება

კახეთის რეგიონში, კერძოდ ახმეტის, თელავის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში 8 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა  ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის დიდი მასები დააფიქსირა.  სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80% შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო. შემომავალი ღრუბლის მასების საერთო ფართობი 4000  კმ2- მდე იყო, ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სეტყვასაშიში ღრუბლების გასაფანტად 161 ერთეული რაკეტა გამოიყენეს, რის შედეგადაც ნალექის უდიდესი ნაწილი აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიშალა.

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 2015 წელს დააყენეს. აღნიშნულ სისტემას შეუძლია სეტყვის ღრუბლების დაფიქსირება და საწყის ეტაპზე მათი გაკონტროლება. კახეთის რეგიონის ყველა რაიონში საცეცხლე წერტილია განლაგებული. განიხილება სისტემის დადგმის შესაძლებლობა სხვა რეგიონებშიც.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0