საქართველო სეტყვის ღრუბლის გასაფანტავად ემზადება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ანძა ღრუბლების ფონზე
თბილისის ანძა ღრუბლების ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც კახეთშია დამონტაჟებული, 1 აპრილიდან სრული მზადყოფნის რეჟიმზე გადავა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ "დელტას" სეტყვის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით მოსამზადებელ სამუშაოებს შეუდგა, აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

ცენტრ "დელტას" წარმომადგენლებმა რაკეტების სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებით დატენვა დაიწყეს.

მანდარინი - Sputnik საქართველო
აჭარაში სეტყვამ ციტრუსის მოსავალი დააზიანა

"სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 1 აპრილიდან სრული მზადყოფნის რეჟიმზე გადადის", — ნათქვამია განცხადებაში.

სეტყვის საწუნააღმდეგო დანადგარი კახეთში 2015 წელს დაიდგა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და მისი განეიტრალება საწყის სტადიაში. კახეთის ყველა რაიონში მოწყობილია საცეცხლე წერტილები, გარდა ამისა განიხილება აღნიშნული დანადგარის სხვა რეგიონებში განთავსების საკითხიც.

ყველა ახალი ამბავი
0