აჭარაში სეტყვამ ციტრუსის მოსავალი დააზიანა

© photo: Sputnik / Igor Vinogradov / გადასვლა მედიაბანკშიმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის 40% დაზიანდა.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ ციტრუსის მოსავალი დააზიანა, იუწყება რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ადგილობრივების განცხადებით, სეტყვა ორი საათის განმავლობაში ორჯერ მოვიდა. სპეციალური ჯგუფები უკვე შეუდგნენ ზარალის დათვლას. წინასწარი მონაცემებით, ხელვაჩაურში, ბათუმსა და ქობულეთში ციტრუსის 40% დაზიანდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს ფერმერებს, ვისაც დაზღვეული აქვს მოსავალი, მიმართონ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებს და მიაწოდონ ინფორმაცია ზარალის შესახებ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაზარალებული ფერმერებისთვის „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა.

ყველა ახალი ამბავი
0