თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 11-12 აპრილს სომხეთს ოფიცილაური ვიზიტით ეწვევა, იუწყება Sputnik Армения სომხეთის საგარეოპოლიტიკური უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ვიზიტი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის მოწვევით შედგება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან სერჟ სარქისიანთან და პრემიერ-მინისტრთან კარენ კარაპეტიანთან.
ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის საგარეოპოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.