თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ ჩანჩუნის მცხოვრებმა, სულ ცოტა, 9 ავტომობილი გადაწვა ძაღლზე შურისძიების ნიშნად მას შემდეგ, რაც მისი საყვარელი ცხოველი მანქანამ გაიტანა და მოკლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჩინურ ვებ-გვერდ „ჩჟუნგო ძილინ ვანზე“ დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, მარტის ბოლო რიცხვებში თეთრი ფერის მსუბუქი ავტომობილი 45 წლის ქალბატონის ოთხფეხა მეგობარს დაეჯახა, რის გამოც ცხოველი დაიღუპა. ამის შემდეგ ქალმა 30-31 მარტს ხანძრის სერიალები მოაწყო.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ცეცხლის წაკიდების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყეს წითელსამოსიანი ქალის ძებნა, რომელიც საბოლოოდ დააკავეს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.
პოლიციის წარმომადგენლის, ვან იანის თქმით, დაკავებული ქალბატონი აცხადებს, რომ თეთრი ფერის მანქანებს ცეცხლი იმის გამო გაუჩინა, რომ სწორედ ასეთმა მანქანამ მოკლა მისი ძაღლი.
აღსანიშნავია, რომ როგორც საიტ „ჩჟუნგო ძილინ ვანზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, ყველა დამწვარი ავტომობილი თეთრი ფერისაა.