დოქტორი დეირდრე ბარეტი: ძაღლებს პატრონები ესიზმრებათ

CC0 / across the sea / ადამიანი და ცხოველი — ხელი ხელს
ადამიანი და ცხოველი — ხელი ხელს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძაღლების პატრონები არაერთხელ შესწრებიან სასაცილო სურათს: მძინარე ცუგა ფეხებს ისე იქნევს, რომ აშკარაა, სიზმარში სადღაც გარბის – ან ვინმეს მისდევს, ან, პირიქით, მას მისდევენ.

არ გაინტერესებთ, რა ესიზმრებათ ძაღლებს რეალურად — რამე გემრიელი სასუსნავი თუ საყვარელი სათამაშო? ამ კითხვაზე პასუხი სულ ცოტა ხნის წინ გასცეს ჰარვარდელმა მეცნიერებმა. 

ბოლო კვლევების თანახმად, ძაღლი სიზმარში ხშირად ხედავს მას, ვისაც ყველაზე მეტად არის შეჩვეული და უყვარს, ანუ საკუთარ პატრონებს. აი, როგორ ხსნის ამას დოქტორი დეირდრე ბარეტი.

„ადამიანებს ესიზმრებათ ის, რაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტად აღელვებთ, მაგრამ ნაკლებად ლოგიკური ფორმით. ჩვენ არ გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ ცხოველებში ყველაფერი სხვაგვარადაა. გამომდინარე იქიდან, რომ ძაღლები ადამიანებზე ძალიან არიან დამოკიდებული და მჭიდრო კავშირი აქვთ მათთან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თქვენს ცუგას თქვენ ესიზმრებით — როგორ გახალისებთ ან როგორ გაბრაზებთ რაღაცით“.

ამ ახალმა ამბავმა ინტერნეტმომხმარებლები სულით ხორცამდე შეძრა და ქსელში საკუთარი მძინარე „მეგობრების“ ფოტოები გამოფინეს, რომლებსაც თან ემოციური კომენტარები დაურთეს. ბევრი იმასაც წერდა, რომ ჰარვარდელი მეცნიერების დასკვნამ გული აუჩუყა და აატირა, რაც სულაც არაა გასაკვირი. ხომ მართლაც ძალიან სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ძაღლი ძილშიც კი პატრონის ერთგული რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0