ბათუმში ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართა

გამოწერა

ბათუმში ზღვის პროდუქტების ფესტივალი და თევზეულის დეგუსტაცია გაიმართა. იხილეთ "Sputnik–საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ღონისძიება.

ბათუმის ასობით მცხოვრები და სტუმარი დაესწრო ზღვის პროდუქტების ფესტივალს, რომელიც "ალი და ნინოს" ქანდაკებასთან ახლოს გაიმართა.

ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია Foreji.

ბათუმში ველომარათონი გაიმართა - Sputnik საქართველო
ველორბოლა ბათუმის ბულვარში

ღონისძიებაში, რომელზეც ადგილობრივი წარმოების თევზეულის გამოფენა-გაყიდვა, თევზეულის დეგუსტაცია და მათი მომზადების მასტერ-კლასები გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს ბათუმის აკვარიუმმა, ბათუმის თევზეულის ბაზრობამ, საზღვაო კოლეჯებმა და უნივერსიტეტებმა, ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელმა და ღვინის მწარმოებელმა სხვადასხვა ქართულმა კომპანიებმა, ასევე თევზეულის კერძო მეწარმეებმა.

ყველა ახალი ამბავი
0