ველორბოლა ბათუმის ბულვარში

გამოწერა

ბათუმის ბულვარში ველომარათონი გაიმართა, სადაც ასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. იხილეთ "Sputnik–საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა მასშტაბური სპორტული აქცია.

გაზაფხულის ველომარათონის დროს მისმა მონაწილეებმა ბათუმის ბულვარის 6 კილომეტრი დაფარეს.

ბათუმის მერიის სპორტული ცენტრის მიერ ორგანიზებული აქციის დასრულების შემდეგ მარათონის საუკეთესო მონაწილეები დასაჩუქრდნენ.

მამაკაცებში პირველი ადგილი დაიკავა გიორგი სულათოღლუმ, ქალებს შორის — ალინა მუსაევამ. საჩუქრები ასევე მიიღეს იოსებ არობელიძემ — როგორც სპორტული აქციის ყველაზე უფროსმა მონაწილემ და მირონ შევჩენკომ — როგორც ყველაზე უმცროსმა მონაწილემ.

ყველა ახალი ამბავი
0