ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ივნისში ამოქმედდება

© www.news.cnრკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნით ადგილობრივი პროდუქციის მიწოდებისთვის ყარსში ლოგისტიკური ცენტრის შექმნას აპირებს.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის ექსპლუატაციაში გადაცემა მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი" თურქეთის ტრანსპორტის, ნაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმეთ არსლანზე დაყრდნობით.

სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
„ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზაზე საბორბლე წყვილების საცდელი გამოცვლა ჩატარდა

როგორც არსლანმა აღნიშნა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა წვლილს შეიტანს თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციების განვითარებაში. თურქი მწარმოებლების პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ყარსის ლოგისტიკური ცენტრის მეშვეობით მიეწოდება, რაც შეამცირებს ვადებს და მიწოდების თვითღირებულებას", — ციტირებს მინისტრის სიტყვებს სააგენტო Anadolu.

პროექტის დეტალებთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ ყარსიდან ბაქომდე იმოქმედებს ერთი სარკინიგზო შტო, შემდეგ მიმოსვლა გაგრძელდება ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით ჩინეთამდე. საუბარია რკინიგზით სერიოზული მოცულობის მიწოდებაზე", — თქვა არსლანმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე შენდება. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში თურქეთის ტერიტორიაზე შენდება სარკინიგზო ხაზი საქართველოში ახალქალაქიდან თურქეთში ყარსის რკინიგზის სადგურამდე.

ბაქო-თბილისი-ყარსის საერთო სიგრძე 826 კილომეტრი იქნება. დერეფნის მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში, სავარაუდოდ, 17 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. თუმცა საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი ერთ მილიონ მგზავრსა და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს გაუტოლდება.

ყველა ახალი ამბავი
0