„ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზაზე საბორბლე წყვილების საცდელი გამოცვლა ჩატარდა

© Минэкономики Грузииსატვირთო მატარებელი
სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბორბლე წყვილები, რომლებიც 1520 მმ სიგანის ლიანდაგზეა გათვლილი, 1435 მმ ლიანდაგზე სამოძრაო ბორბლებით შეიცვალა.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზაზე ლოკომოტივებზე საბორბლე წყვილები შეიცვალა, რადგან თურქეთში სარკინიგზო ლიანდაგის სიგანე განსხვავდება საქართველოსა და აზერბაიჯანში ლიანდაგის სიგანისგან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“ დაყრდნობით.

სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი წლის ბოლომდე ამოქმედდება

„ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება ქართულ მონაკვეთზე. ამასთან დაკავშირებით დიზელის ლოკომოტივებზე რამდენიმე ცდა ჩატარდა. კერძოდ, საბორბლე წყვილები, რომლებიც 1520 მმ სიგანის ლიანდაგზეა გათვლილი, 1435 მმ ლიანდაგზე სამოძრაო ბორბლებით შეიცვალა“, — იუწყება „აზერბაიჯანის რკინიგზა“.

ვაგონების ევროპული ტიპის ლიანდაგიდან საბჭოურზე და პირიქით გადასაყვანი ცენტრი ახალქალაქში აშენდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის შეთანხმების საფუძველზე იგება. დერეფნის მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში, სავარაუდოდ, 17 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. თუმცა საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი ერთ მილიონ მგზავრსა და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს გაუტოლდება.

თავდაპირველად გზის ექსპლუატაციაში შესვლა 2016 წლის ბოლომდე იგეგმებოდა, მაგრამ თურქეთის მხრიდან არსებული შეფერხებების გამო პროექტი 2017 წელს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0