ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი წლის ბოლომდე ამოქმედდება

© Минэкономики Грузииსატვირთო მატარებელი
სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეფერხებები რკინიგზის მშენებლობაში პროექტის წარმატებით დასრულებას ხელს არ შეუშლის, განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის, ნავიგაციისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ბინალი ილდირიმმა

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლები მოძრაობას მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაიწყებენ, განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის, ნავიგაციისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ბინალი ილდირიმმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით.

„მატარებლები მოძრაობას 2016 წლის ბოლოს დაიწყებენ. თავდაპირველად სატვირთო მატარებლებს გავუშვებთ, შემდეგ — სამგზავროს. წარსულში არსებული პრობლემები მთლიანად აღმოფხვრილია“, — განაცხადა მინისტრმა.

ილდირიმმა რკინიგზის მშენებლობაში დაუგეგმავი შეფერხებების არსებობა აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ ეს პროექტის წარმატებით დასრულებას ხელს ვერ შეუშლის. მისი თქმით, სარკინიგზო მაგისტრალის დასრულება ევროპას, შორეულ აღმოსავლეთსა და კავკასიას შორის პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა.

მიხეილ ჯანელიძე, მევლუთ ჩავუშოღლუ და ელმარ მამედიაროვი - Sputnik საქართველო
საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

„ეს პროექტი მხოლოდ აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს არ ეხება. ის მთლიანად მოიცავს მთელ შორეულ აღმოსავლეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას. თუ მთლიანად არ ჩამოვაყალიბებთ ამ რგოლს, ისტორიული აბრეშუმის გზის სრულად აღდგენას ვერ მოვახერხებთ“, — დასძინა ილდირიმმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის შეთანხმების საფუძველზე შენდება. მისი სიგრძე 826 კილომეტრია. წინასწარი გათვლებით, რკინიგზის ამოქმედების შემდეგ ქვეყნებს შორის ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, საერთო მოცულობა წელიწადში 10 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

ყველა ახალი ამბავი
0