საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

© Sputnik, Александр Имедашвилиმიხეილ ჯანელიძე, მევლუთ ჩავუშოღლუ და ელმარ მამედიაროვი
მიხეილ ჯანელიძე, მევლუთ ჩავუშოღლუ და ელმარ მამედიაროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მზად არიან, კოორდინირებული ნაბიჯები გადადგან პროექტ „აბრეშუმის გზის“ სარეალიზაციოდ.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას „თბილისურ განცხადებას“ მოაწერეს ხელი, — აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლა და ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ამას გარდა, მხარეებმა  განიხილეს სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტებიც. კერძოდ, TANAP–ის მილსადენის, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზისა და ასევე  ბაქოს საერთაშორისო საზღვაო–სავაჭრო პორტის მშენებლობა.

„მხარეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას თანამშრომლობის კონკრეტული გეგმით, რომელშიც აღნიშნულია ყველა ის მთავარი თემა, რომლებიც ერთობლივ შეხვედრაზე იყო განხილული“, — განაცხადეს უწყებაში.

დარბაზი, რომელშიც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა - Sputnik საქართველო
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობას გააძლიერებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებზე.

„ამ თვალსაზრისით ხაზი გაესვა ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციას და ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებას. მინისტრებმა უახლოეს მომავალში ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამუშავების მნიშვნელობა აღნიშნეს  და „აბრეშუმის გზის“ რეალიზაციის მიზნით კოორდინირებული მოქმედებებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს“, — ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0