თბილისი, 19 თბერვალი — Sputnik. საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით სამმხრივ ერთობლივ თანამშრომლობას გააძლიერებენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანლიძემ.
„ეს ვითარება სამმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებას მოითხოვს. საქართველო აზერბაიჯანთან და თურქეთთან ითანამშრომლებს იმისათვის, რომ ტერორიზმი საერთო ძალებით დავამარცხოთ. ტერორიზმი — ეს მსოფლიო მასშტაბის საფრთხეა და ამ ბრძოლაში ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ერთმანეთს“, — განაცხადა ჯანელიძემ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, რომელიც თბილისში გაიმართა.
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე გააკეთა აქცენტი აზერბაიჯანის საგარეო უწყების პირველმა პირმა ალმარ მამედიაროვმა. მისი სიტყვებით, „სამივე ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ“.
„ტერორიზმი არ შეიძლება დავყოთ კარგ და ცუდ ტერორიზმად. მაგ, სეკულარული ტერორიზმი უკეთესია ვიდრე რადიკალური და ა.შ. ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულნი ვართ. რაც შეეხება ანკარაში მომხდარ ტერორისტულ აქტს, ჩვენ მტკიცებულება გვაქვს, რომ ეს ტერაქტი ქურთების „დემოკრატიულ კავშირის პარტიასთან“ არის დაკავშირებული“, — განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
მისი განმარტებით, თურქეთში მომხდარი ტერაქტები ხელს არ შეუშლის საქართველოსთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობასა და დაგეგმილი პროექტების განხორციელებას.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოკიდებულება თერორიზმთან დაკავშირებით თანხვედრაშია ჩვენიქ ვეყნის პოზიციებთან.
დანაღმული ავტომანქანა ოთხშაბათს თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტისა და გენშტაბის შენობების მახლობლად, თბილისის დროით 20:31 წუთზე აფეთქდა, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა შუქნიშანზე სატვირთო ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც გენშტაბის პერსონალი — თურქი სამხედროები გადაჰყავდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 28 ადამიანი, დაიჭრა — 61. ტერაქტს ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები ემსხვერპლნენ. დაშავებულთა შორის არიან ანკარის მცხოვრებნიც, რომლებიც იმ დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.