თბილისში კომუნიკაციების სფეროში საერთაშორისო ფორუმი Baltic Weekend გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ცენტრი
თბილისის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებასთან ურთიერთობის რუსეთის ასოციაციამ (РАСО) და სააგენტომ SPN Communications მიიღეს გადაწყვეტილება, კომუნიკაციის სფეროს ახალგაზრდა სპეციალისტთა შეხვედრა თბილისში გამართონ.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისში 20-21 აპრილს კომუნიკაციების სფეროში საერთაშორისო ფორუმი Baltic Weekend გაიმართება, იტყობინებიან ღონისძიების მონაწილეები ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ასზე მეტი მონაწილე საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ნიდერლანდებიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან.

წელს ფორუმში მონაწილეობისთვის სპეციალურად თბილისში ცნობილი რუსი ტელეჟურნალისტი მარიანა მაქსიმოვსკაია ჩამოვა.

ბიზნეს-ფორუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში ქალთა პირველი ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

„ეს უნიკალური ტრიბუნაა ახალგაზრდა სპეციალისტების შეხვედრისთვის… ფორუმის გასამართად საქართველო შეირჩა, როგორც ყველაზე კოსმოპოლიტური და მეგობრული სახელმწიფო, რომელიც უნიკალურად აერთიანებს ტრადიციებსა და ორიგინალურ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. კოლორიტული თბილისი თავის ჭერქვეშ შეკრებს საკომუნიკაციო ბაზრის საუკეთესო წარმომადგენლებს, PR, GR, Digital სპეციალისტებს, რეკლამისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებს", — ნათქვამია ინფორმაციაში.

2017 წელს ორგანიზატორებმა გააფართოეს ღონისძიების გეოგრაფია და მასშტაბები. ამიერიდან Baltic Weekend წელიწადში ოჯერ გაიმართება.

Baltic Weekend 16 წელია არსებობს და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი ღონისძიებაა კომუნიკაციების სფეროში. იგი რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციისა (РАСО) და სააგენტო SPN Communications-ის ერთობლივი პროექტია.

ფორუმის ფარგლებში მისი მონაწილეები განიხილავენ მსოფლიო PR–ინდუსტრიის მთავარ საკითხებს, ერთმანეთს გააცნობენ მიღწევებს რეკლამის ახალ ტექნოლოგიებში, შეაფასებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს ლოკალურ და გლობალურ დონეზე.

ყველა ახალი ამბავი
0