საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში ჰოლანდიასთან მატჩი ფრედ დაამთავრა

© FB / ФФГსაქართველოს ნაკრები ფუტსალში
საქართველოს ნაკრები ფუტსალში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად საქართველოს ნაკრების მეკარის ზვიად კუპატაძის ჩინებული თამაშისა, ჰოლანდიელებმა თავდაცვის გარღვევა მაინც შეძლეს და მატჩის ანგარიშით 1:1 დასრულდა.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ მატჩში (main რაუნდი) ჰოლანდიის გუნდთან შეხვედრა ფრედ – 1:1 დაამთავრა.

მასპინძლები მატჩის მეექვსე წუთზე არჩილ სებისკვერაძემ დააწინაურა. ჰოლანდიელებს ანგარიშის გასათანაბრებლად რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძემ ძალზე სანაქებოდ ითამაშა.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში შოტლანდიის გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით - 11:0 მოუგო

თუმცა, სტუმრებმა გოლი მეორე ტაიმში მაინც გაიტანეს – ზუსტი აღმოჩნდა ელ განუტის დარტყმა.

მთლიანობაში ორივე გუნდის მეტოქის კარში დარტყმული ბურთების რაოდენობა 24 იყო, მაგრამ ანგარიში ტაბლოზე არ შეცვლილა – 1:1.

მანამდე, ამავე, А შესარჩევ ჯგუფში იტალიის ნაკლებმა ბელარუსს სძლია 2:1 და კვარტეტის სათავეში მოხვდა.

კვირას, 9 აპრილს საქართველოს ნაკრები ბელარუსს შეხვდება, ხოლო იტალიის – ჰოლანდიას.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშების რეგლამენტით, შვიდი ჯგუფის main რაუნდის თითოეული გამარჯვებული ტურნირის საგზურს ავტომატურად იღებს, უერთდება სლოვენიას, რომელიც კონტინენტური პირველობის მასპინძელი ქვეყანაა.

მეორე ადგილზე გასული გუნდები, ასევე მესამეზე გასული საუკეთესო ნაკრები სექტემბერში პლეი–ოფის მატჩებს ჩაატარებენ, რომლის შედეგად ევრო–2018–ის კიდევ ოთხ მონაწილეს გამოავლენენ.

ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში 2018 წლის 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით ლუბლიანაში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0