გიორგი მარგველაშვილი: მთავარია არასდროს დავივიწყოთ 9 აპრილის ტრაგედია

© FB/Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ 9 აპრილის ტრაგედიიდან 2 წლისთავზე, უკვე 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, 9 აპრილს მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გაფორმება შესაბამისი აქტით, რაც ნამდვილად სასიხარულო და აღსანიშნავი დღეა.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილის მემორიალი პარლამენტის შენობასთან ყვავილებით შეამკო 28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: 9 აპრილი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი თარიღია

საქართველოში 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ მრავალათასიანი მიტინგის ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით დარბევის შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.

 „დღეს არის 9 აპრილის ტრაგედიის 28-ე წლისთავი და უმნიშვნელოვანესია, რომ არასოდეს დავივიწყოთ ის ტრაგედია და ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლობის აღდგენის გარიჟრაჟზე, ასე თავდადებით იცავდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალ გზას", — განაცხადა პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან. 

პრეზიდენტის სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ 9 აპრილის ტრაგედიიდან 2 წლისთავზე, უკვე 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, 9 აპრილს მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გაფორმება შესაბამისი აქტით, რაც ნამდვილად სასიხარულო და აღსანიშნავი დღეა.

9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. დაღუპულთა ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს მთავრობის, პარლამენტის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0