თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ (+105 კგ) ატაცში 217 კილოგრამი დაძლია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა, აღნიშნულია სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
"აკვრაში კი ტალახაძემ 250 კგ აწია და საერთო ჯამში 467 კილოგრამის დაძლევით ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა!", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ვერცხლი და ბრინჯაო სომეხ ძალოსნებს ხვდათ წილად – მეორე ადგილზეა გორ მინასიანია (446 კგ) და მესამეზე – რუბენ ალექსანიანი (434 კგ).
ჩემპიონატი ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართა.
ლაშა ტალახაძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.
ბრაზილიაში ოლიმპიურ თამაშებზე ტალახაძემ არა მარტო ოქროს მედალი მოიპოვა, არამედ მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. მან ორ სახეობაში, ჯამში 473 კგ ასწია.