თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი, მძლეოსანი ლაშა ტალახაძე გახდა.
ბრაზილიაში თამაშებზე 23 წლის ტალახაძემ არა მარტო ოქროს მედალი მოიპოვა, არამედ მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. მან ორ სახეობაში, ჯამში 473 კგ ასწია.
ოლიმპიური წარმატების გარდა ტალახაძე ახალგაზრდებსა და მოზრდილთა შორის მოქმედი ევროპის ჩემპიონი და ასევე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც დაასახელა:
საუკეთესო სპორტსმენი ქალი: ანასტასია გოტფრიდი (ძალოსნობა). მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ჩატარდა, გოტფრიდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, ის პირველი სპორტსმენი ქალი გახდა, რომელმაც საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე წარადგინა ძალოსნობაში.
ინტერვიუ ანასტასია გოტფრიდთან იხილეთ ვებ–გვერდზე „Sputnik საქართველო“ >>
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი: ზვიად პატარიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). მის ანგარიშზეა 21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კონტინენტისა და მსოფლიო პირველობაზე მოპოვებული გამარჯვებები.
საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცი: ზვიად გოგოჭური (ძიუდო). რიოს პარალიმპიადაზე გოგოჭურმა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი პარალიმპიელი მედალოსანი გახდა.
საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი: ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა). წელს ხეცურიანი არაერთხელ გახდა მსოფლიოს თასის ეტაპების გამარჯვებული და პრიზიორი. სპორტსმენი ასევე პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა, მაგრამ მედალი ვერ მოიპოვა.
საუკეთესო მწვრთნელი — გიორგი ასანიძე (ძალოსნობა).
საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში: ანდრეი ზინჩენკო (კონტაქტური კარატე).
საუკეთესო მსაჯი — ედიშერ მაჩაიძე (ჭიდაობა).
საუკეთესო სპორტული ფედერაცია — საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
საუკეთესო გუნდი — საქართველოს კალათბურთის ნაკრები.
გარდა ამისა, სპეციალური პრიზები გადაეცათ გამარჯვებულებს ნომინაციებში:
საუკეთესო სპორტული მენეჯერი – ნიკოლოზ ჯღარკავა (ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი).
წლის აღმოჩენა: ზაზა ნადირაძე (ნიჩბოსნობა). რიოს ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა, საპრიზო ადგილისთვის მას მხოლოდ 0,189 წამი დააკლდა.
ზაზა ნადირაძესთან ინტერვიუ იხილეთ ვებ–გვერდზე „Sputnik საქართველო“ >>
საუკეთესო ლეგიონერი: ზაზა ფაჩულია (NBA-ს კლუბი „გოლდენ სტეიტ უორიორზი").
საუკეთესო ახალგაზრდული გუნდი — საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრები.