თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. გივი ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, იუწყება ტელეკომპანია "Imedi".
84 წლის მსახიობი კლინიკა MediClubGeorgia-ს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
კლინიკაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი მსახიობი გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს გურჯაანის რაიონში, სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
მის არაჩვეულებრივ ფილმებზე არაერთი თაობა გაიზარდა. "ლონდრე", "სამოთხის გვრიტები", "სიყვარული ყველას უნდა", "ღვინის ქურდები", "მარადისობის კანონი", "მზე შემოდგომისა" – ეს იმ ფილმების მცირედი ჩამონათვალია, საიდანაც ქართველმა მაყურებელმა ბატონი გივი გაიცნო და შეიყვარა.
რამდენიმე თვის წინს "sputnik საქართველომ" გივი ბერიკაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მსახიობი აღნიშნავდა, რომ სურს კიდევ ბევრი ახალი ახალი წელი გაატაროს თავის საყვარელ მაყურებელთან და ახლობლებთან ერთად.