გივი ბერიკაშვილი: მინდა, ბევრი ახალი წელი თქვენთან ერთად გავატარო
„ნაძვის ხეს ჩურჩხელებით, ხილით, სხვადასხვა ჩირით ვრთავდით, ძველით ახალ წლამდე ნაძვის ხიდან ტკბილეულს ჩამოვჭამდით და ოთახში ცარიელი ნაძვის ხე რჩებოდა“, — იხსენებს ბატონი გივი.
გივი ბერიკაშვილი — საქართველოს დამსახურებული არტისტი, ყველასათვის საყვარელი თეატრისა და კინოს მსახიობია. მის არაჩვეულებრივ ფილმებზე თაობები გაიზარდა. „ლონდრე“, „სამოთხის გვრიტები“, „სიყვარული ყველას უნდა“, „ღვინის ქურდები“, „მარადისობის კანონი“, „მზე შემოდგომისა“ – ეს იმ ფილმების მცირედი ჩამონათვალია, საიდანაც ქართველმა მაყურებელმა ბატონი გივი გაიცნო და შეიყვარა.