ეგვიპტეში მომხდარი აფეთქებების შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

© photo: Sputnik / Fayed El-Gesiriტანტა
ტანტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეგვიპტეში საქართველოს საკონსულომ საქართველოს მოქალაქეებისთვის „ცხელი ხაზი“ აამოქმედა.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ეგვიპტის ქალაქებში ტანტასა და ალექსანდრიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, იუწყება სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.  

ეგვიპტის პოლიცია - Sputnik საქართველო
ტერაქტები ეგვიპტეში: აფეთქება კიდევ ერთ ეკლესიასთან

ბზობის დღესასწაულზე  გარბიას პროვინციის ქალაქ ტანტაში მდებარე კოპტურ ეკლესიაში „მარ გირგისში“ ასაფეთქებელი მოწყობილობა  ამოქმედდა. ბოლო ინფორმაციით, 30 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა. მოგვიანებით ქალაქ ალექსანდრიაში ეკლესიის შესასვლელთან კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.

„ეგვიპტეში ჩვენი კონსულის ინფორმაციით, ტანტასა და ალექსანდრიაში მომხდარი აფეთქების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ დაშავებულან“, — განუცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა სააგენტოს.

მისი განცხადებით, საქართველოს საკონსულოში „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა, აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 01011088844

„ჯერჯერობით საქართველოს არცერთი მოქალაქე ჩვენ არ დაგვკავშირებია“, — აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა.

ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა შერიფ ისმაილმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.


ყველა ახალი ამბავი
0