ტერაქტები ეგვიპტეში: აფეთქება კიდევ ერთ ეკლესიასთან

© AFP 2024 / Mohammed Abedეგვიპტის პოლიცია
ეგვიპტის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი აფეთქება ქალაქ ტანტაში „მარ გირგისის“ ეკლესიის სამლოცველო დარბაზში მოხდა, მეორე - ალექსანდიაში ერთ-ერთი ეკლესიის შესასვლელთან.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ეგვიპტეს ქალაქ ალექსანდრიაში ეკლესიის შესასვლელთან თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი აიფეთქა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ეგვიპტეს ტელარხ ONTV-ზე დაყრდნობით.

აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი პოლიციელი. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ოფიცერმა თვითმკვლელი შეაჩერა და ის ეკლესიის შესასვლელთან აფეთქდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. At least 21 worshippers killed in blast at church of St. George in #Egypt's #Tanta on Palm Day

მედიის ინფორმაციით, ეკლესიაში შეიძლება ყოფილიყო კოპტური ეკლესიის პატრიარქი თეოდორე მეორე, მაგრამ ის არ დაშავებულა.

მანამდე ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გარბიას პროვინციაში ქალაქ ტანტაში მდებარე კოპტურ ეკლესიაში „მარ გირგისში“ ამოქმედდა. მასმედიის ინფორმაციით, ამ აფეთქებისას დაიღუპა 30 ადამიანი, 50-დან 70-მდე კი დაჭრილია.

 

ყველა ახალი ამბავი
0