დღეს 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღეა.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოში 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ მრავალათასიანი მიტინგის ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით დარბევის შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

ამასთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ეკლესიაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მემორიალთან მთავრობის წევრებმა მისვლა 8 აპრილს, ღამით დაიწყეს. მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

9 აპრილი უქმე დღეა. ესაა ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. ტრადიციულად, ამ დღეს თბილისელებს პარლამენტის შენობასთან ტიტები მიაქვთ… ხალხი ტრაგედიის ადგილზე 8 აპრილის ღამიდან იწყებს შეკრებას.

აბანოთუბანი და ნარიყალას ციხე-სიმაგრე - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობამ 26 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი

მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო. 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა. კომისის დასკვნის თანახმად, ამ დღეს დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალების მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა.

1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც "სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.

ყველა ახალი ამბავი
0