საქართველოს მოსახლეობამ 26 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი

© Sputnik / Alexander Imedashviliაბანოთუბანი და ნარიყალას ციხე-სიმაგრე
აბანოთუბანი და ნარიყალას ციხე-სიმაგრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობის 99,08%-მა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ზუსტად 26 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოსახლეობამ ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.

ამ დღეს საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა და მოსახლეობამ საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა.

კარი ფილმიდან ხიბულა - Sputnik საქართველო
ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეების შესახებ ფილმზე მუშაობა დასრულებულია

"ამ პროცესსა და უდიდეს მიღწევას სათავეში ედგა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელსაც დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა. დღეს, როდესაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით, ეს თარიღი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მინდა სრული პასუხისმგებლობის გრძნობით განვაცხადო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოხატული ნება ბოლომდე აღსრულდეს და საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული, დასავლური, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

1991 წლის რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ამომრჩეველთა 90,79%-მა, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან. დამოუკიდებლობას 99,08%-მა მისცა ხმა.

რეფერენდუმის შედეგები 5 აპრილს გამოაცხადეს. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს აღნიშნავს — საქართველოში 1918 წელს მიღებული პირველი დამოუკიდებლობის აქტის დღეს.

ყველა ახალი ამბავი
0