თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ახეტაში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე შენობას, სადაც რამდენიმე ორგანიზაციაა განთავსებული, ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.
სკვერში მდებარე შენობაში, რომელსაც ამ დილით ცეცლი გაუჩნდა, ბაგა-ბაღების გაერთიიანება, არქივი, ნოტარიუსი და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციაა განთავსებული.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხა. შენობა მთლიანად დაწვას გადაურჩა. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, შენობაში დაიწვა დერეფანი და რამდენიმე კარი.
სავარუდოდ, ხანძარი გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.